კირ სტარმერი: „ჰამასის“ ლიდერის სიკვდილს არავინ უნდა გლოვობდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს არავინ უნდა გლოვობდეს.
„მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების სისხლია, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს, ასევე, პალესტინელი ხალხის სისხლი, რომლებიც ქაოსსა და ძალადობაში იტანჯებოდნენ“, – აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ის კვლავ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ რაც შეეხება მიმდინარე ომს, მისი აზრით, ამის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიით მოხდება.