თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა
თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.