ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო 100 ფეხბურთელს შორის დასახელდნენ

ბრიტანულმა ჟურნალმა Fourourtwo-მ მსოფლიოს საუკეთესო 100 ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 2 ქართველი სპორტსმენი მოხვდა.

ჟურნალმა საუკეთესო ფეხბურთელებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი სპორტსმენი, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

რეიტინგში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა 83-ე, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე ადგილი დაიკავა.
ჟურნალი წერს, რომ მამარდაშვილის პოტენციალს ადასტურებს მისი ტრანსფერი „ლივერპულში“. ავტორები წერენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალისონი არამხოლოდ ლივერპულის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო, მომავალ წელს კი მამარდაშვილს ექნება შესაძლებლობა, ბრაზილიელს პირველობა ჩამოართვას.
ამასთანავე, Fourourtwo წერს კვარაცხელიაზეც და აღნიშნავს, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემდეგ ფეხბურთელის ღირებულება შემცირდა, თუმცა ხვიჩამ მიმდინარე წლის ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე „მსოფლიოს აჩვენა რას წარმოადგენს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები