საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩში დამარცხდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან მატჩში დამარცხდა.
დღევანდელი შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.
ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.
14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს. მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.