თამარ ტყეშელაშვილი: ჩემი საყვარელი მომენტი: გათავისუფლდეს სააკაშვილი (ჰუმანიტარული მიზნებისთვის), არადა კაცმა მიიწერა – კარგად ვარო!!
,,როცა კერძო პრაქტიკაში ვიყავი, სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ შრომის კოდექსი შეცვალა, მაგალითად, და მონათმფლობელური გახადა (ორგვერდიანი. დასაქმებულს არაფრის უფლება რომ არ გააჩნდა. და იყო ასეთი კიდევ მრავალი სხვა), მე კი საერთაშორისო კონფერენციებზე მიწევდა გამოსვლა – ვყვებოდი, რა კარგი კოდექსი (და მრავალი სხვა) კანონი გვაქვსთქო. არადა გული მერეოდა შინაგანად (ხალხიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა) და როგორც იურისტი – არცერთს ვეთანხმებოდი”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,მაგრამ ჩემს ქვეყანას ეხებოდა! და რა მნიშვნელობა იყო. არც დერეფნებში მივლია (და არც ფული გადამიხდია დაასანქცირეთ ეს და ის (თავად სახ. დეპს უდევს ამის თაობაზე ინფორმაცია ვის და რამდენი აქვს ამაში გადახდილი))
რაც არ უნდა რამე არ მოგწონდეს (ვერ ვხსნი – ვის რა არ მოსწონს:)) მაგრამ ჩვენთან ხომ ზე-დემოკრატიაა და ხომ არ დავაძალებ ვინმეს რამეს:)) მე “პატრონები” არ მყავდა და შემეძლო ჩემი ქვეყანა მყვარებოდა?:)) თუ ესაა მიზეზი- ოკ
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი და ის ვერ გავიგე – ჯერ კანონით არ გვაქვს უფლება გავასაჯაროოთო აცხადებდნენ და მერე კონკრეტული გვარები დაასახელეს:) ჩამოყალიბდეს, იქნებ, ვინმე, სად რა კანონი მოქმედებს.
და ჩემი საყვარელი მომენტი: გათავისუფლდეს სააკაშვილი (ჰუმანიტარული მიზნებისთვის), არადა კაცმა მიიწერა – კარგად ვარო!!:)) მეასედ წააგებდა სტრასბურგს? იცოდა:)) და ვივამედი – სასწაულმოქმედები რომ ხართ – ესეც ცნობილია.
და მეორე საყვარელი მომენტი – ბალტიისპირეთი როგორ აქტიურობს ამ რეზოლუციებზე რატომ? კალინინგრადი ზედმეტად ახლოა? რა ელემენტარული განსჯის უნარი სჭირდება რაღაცებს.
ჩემი ფოტო აქ ტყუილად დევს. უარაფრო ტექსტები არავის გვიყვარს”, – წერს ტყეშელაშვილი.