საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი გადახდების ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი – ნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების გენერალურ დირექტორს, ულრიხ ბინდსაილს და ECB-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას სები ავრცელებს.

მათი ცნობით, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ულრიხ ბინდსაილს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ სებ-თან განახლებული დისკუსიისთვის.

“შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის გუნდმა საქართველოს არსებული საგადასახადო ინფრასტრუქტურა და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფინტექ სტრატეგიის განხორციელების შესახებ.

საუბარი შეეხო სებ-სა და ECB-ში მიმდინარე რეფორმებს და ზედამხედველობის პრაქტიკას.

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას გადახდების ზედამხედველობის სფეროში და საქართველოს ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერაში”, – წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები