კირცხალია – “ნაცმოძრაობის” ბანერებზე: ეს ბანერებიც არის გაგრძელება იმ სიბინძურის, იმ ზიზღის, რითაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” არის დაკავებული

“ეს ბანერებიც არის გაგრძელება იმ სიბინძურის, იმ ზიზღის, და, ზოგადად, იმ ლიბერალური ფაშიზმის, რითაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” არის დაკავებული,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” ახალ საარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ეს არის ბანერები, სადაც პირდაპირ გამოხატულია ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რისი განსახიერებაც არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”.

“მინდა, მოვუწოდო ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, რომ სასწრაფოდ შეიტანონ ამ სიძულვილის ენის გამოვლინება თავიანთ ანგარიშებში. მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვთხოვ მათ, რომ ვისაც ეკუთვნის, ალბათ ადრესატი თვითონ მიხვდება, ნუ არიან დაკავებულები ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ, ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური ვითარება, წინასაარჩევნო ვითარება. ეს ბანერებიც არის გაგრძელება იმ სიბინძურის, იმ ზიზღის, და, ზოგადად, იმ ლიბერალური ფაშიზმის, რითაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” არის დაკავებული,” – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა: “მოიშორე ოცნება”, “მოიშორე ბიძინა” – წერია ბანერებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები