რაქვიაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნაზე: აბსურდია, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს

“აბსურდია, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს, რადგან, ერთი მხრივ – ქარტიაში ეს წერია, მაგრამ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ვინმე სერიოზულად შეასრულებდა ამ დაპირებას და ახლა თვითონვე გაანადგურებს თავის პარტიას, თუ ვინმეს საღი აზრი მოეკითხება ამ ოპოზიციურ პარტიებში”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეას გამოეხმაურა, რაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას გულისხმობს.

“თუ არავინ არ აზროვნებს საერთოდ – შეიძლება, რაღაცებზე შეთანხმდნენ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არ შედგება ეს შეთანხმება და, როგორც პრეზიდენტის ყველა წინა ინიციატივა, ეს ინიციატივაც წარუმატებლად დასრულდება”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები