ოდიშარია – პრეზიდენტზე: მისი ქმედებები უკვე კარიკატურულ ფორმას იძენს

“საქართველოს პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციიდან და, მე მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც – მისი ქმედებები უკვე კარიკატურულ ფორმას იძენს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

დეპუტატი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმული იდეას გამოეხმაურა, რაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას გულისხმობს.

“ხედავთ ალბათ, რა ე.წ. პოლიტიკური სახეები დადიან მასთან. ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა და ამისთვის ისინი მიიღებენ პოლიტიკურ წმინდა სილას 26 ოქტომბერს”, – განმარტა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები