გიორგი კახიანი: არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქარტიის იდეა ის არის, რომ „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს.

„ეს ქარტია ნამდვილად არის სამართლებრივი და პოლიტიკური აბსურდი. ამ ქარტიის იდეა ის არის, რომ „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს, მაგრამ ეს არ მოხდება. არჩევნების შემდეგ ეს მოცემულობა აღარ გვექნება, რადგან ეს გუნდი ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ მობრუნდება და შესაბამისად არც მთავრობის ფორმირების მათეულ ხედვაზე და მოდელზე იქნება საუბარი.

ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ამას კონსტიტუციური კანონმდებლობა მოითხოვს და ამას გააკეთებს ის გუნდი, რომელიც იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში წარმოდგენილი. რა თქმა უნდა ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ჩვენ მთავრობასაც დავაკომპლექტებთ და ქვეყნის მშენებლობასაც გავაგრძელებთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები