კირცხალია – კონკრეტულ მედიასაშუალებებზე: ისინი არიან პარტიული ტელევიზიები, პირდაპირ ჩართულები არიან დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში

“ისინი არიან პარტიული ტელევიზიები, პირდაპირ ჩართულები არიან დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში,“ – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

დეპუტატი კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვას გამოეხმაურა.

“ისინი არიან პარტიული ტელევიზიები, პირდაპირ ჩართულები არიან დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში. რა თქმა უნდა, მიდიან კანონის დარღვევაზე და ყველანაირ საბოტაჟზე, რამაც, თავიანთი ჭკუით, შეიძლება, ოპოზიციური ველი გააცოცხლოს. რაც შეეხება კანონის კუთხით, არსებობს მარეგულირებელი კომისია, დარწმუნებული ვარ კანონის ფარგლებში ის გასცემს პასუხს,“ – განმარტა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები