“კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა” – ზარქუა

“კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი, ამიტომაც ვზღუდავთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი  დღემდე არ ნიშნავს ელჩებს, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოებში.

“ასევე, ხელს არ აწერდა და ბოლოს ვაიძულეთ, რომ ამნისტიაზე ხელი მოეწერა. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონს საერთოდ არ მოაწერა ხელი, ეს ყველაფერი მავნებლობაა. ამიტომ, არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის ექვსწლიანი ვადა ამოწურა – ის ისეთი სტატუსით უნდა წავიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა. ეს არის ის, რასაც მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს.

გახსოვთ, როცა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვიყავით, როგორი რიტორიკა მოდიოდა ევროპარლამენტარებისგან, ევროსაბჭოსგან და ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტებისგან, იყო მუქარების წერილები, მაგრამ ჩვენ სტატუსი ღირსებით, დამსახურებულად მივიღეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა, ისეთი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, რაც ქართველობისთვის დამამცირებელი იქნებოდა. მეორე ფრონტი საქართველოს ინტერესებში არ არის, რისკენაც გვიბიძგებდნენ და რასაც გვთხოვდნენ. ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამცველი უნდა ყოფილიყო და როდესაც კანდიდატის სტატუსით მოლოდინში ვიყავით, პარლამენტში თქვა, რომ ფსევდორეფორმები ტარდებოდა. ეს ქართველების ინტერესებში იყო? – არა. პრეზიდენტი უცხოეთში ყველას ტყუილს, არასწორ ინფორმაციას აძლევს, შემდეგ აქ ჩამოდის და ჩვენც გვატყუებს, მავნებლობს. ეს პრეზიდენტი არის მავნებელი, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი და ამიტომაც ვზღუდავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები