საფრანგეთის პრეზიდენტი – ისრაელელი ხალხის ტკივილი რჩება ისეთივე მწვავედ, როგორც ერთი წლის წინ იყო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის ერთი წლის თავს ეხმაურება.

„ტკივილი რჩება ისეთივე მწვავედ, როგორც ერთი წლის წინ იყო. ისრაელელი ხალხის ტკივილი, კაცობრიობის ტკივილია. ჩვენ არ გვავიწყდება მსხვერპლები, არც მძევლები, არც ის ოჯახები, რომლებიც დამწუხრებული არიან დანაკლისით ან ოჯახის წევრების ლოდინით“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

არსებული მონაცემებით, 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, 97 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

ომის დაწყების შემდეგ კი ღაზის სექტორში 41 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უმეტესი მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები