“სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და “გადააგდო” მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირეს” – მდინარაძე

“სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და “გადააგდო” (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომლებმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე წერს, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.

“ახლა თამამად შეგვიძლია, მივმართოთ თითოეულ მათგანს – ჩვენ არ ვაპირებთ, ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა.

საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!

პ.ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის…

პირიქით!!! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები