პაკისტანში, საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში, საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

BBC-ის ცნობით, დაღუპულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულებს შორის ადგილობრივებიც არიან. აფეთქების შედეგად, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანებს ცეცხლი წაეკიდა, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ „ბალუჯის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილებში აღნიშნულია, რომ აფეთქება მანქანაში ჩამონტაჟებული ხელნაკეთი ბომბით მოხდა, სამიზნე კი ჩინეთის მოქალაქე ინჟინრები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები