ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის”  მართვის ცენტრზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის”  მართვის ცენტრზე იერიში მიიტანეს,-  ინფორმაციას IDF ავრცელებს.

მათივე ცნობით, “ჰამასის” მართვის ცენტრი ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო განთავსებული.

IDF-ში ამბობენ, რომ ასეთ მართვის ცენტრებს “ჰამასის” წევრები ტერორისტული აქტების დაგეგმვისთვის და მოწყობისთვის იყენებენ.

“ოპერაციის დაწყებამდე მივიღეთ ყველანაირი ზომა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკები შეგვემცირებინა, მათ შორის ამ მიზეზით გამოვიყენეთ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა, ასევე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად იმუშავა დაზვერვის სამსახურმა”, – აცხადებენ IDF-ში.

6 ოქტომბერს, თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელზე დაჯგუფება “ჰამასის” მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი, რის გამოც თელ-ავივი მზადყოფნაშია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები