„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა
ისრაელში მომაკვდინებელი ტერორისტული თავდასხმისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის პირველმა წლისთავმა შესაძლოა ექსტრემისტების ძალადობის მოტივაცია გამოიწვიოს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი პატრულირებას ორშაბათიდან, 7 ოქტომბრიდან გაზრდის და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს. ამის შესახებ CNN სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
პარასკევს ერთობლივ განცხადებაში FBI-მ და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა აღნიშნეს, რომ ებრაული, მუსულმანური ან არაბული ინსტიტუტები, მათ შორის სინაგოგები, მეჩეთები/ისლამური ცენტრები და საზოგადოებრივი ცენტრები, ისევე როგორც დიდი საზოგადოებრივი შეკრებები, მიმზიდველი სამიზნეა ძალადობრივი თავდასხმებისთვის ექსტრემისტების მხრიდან.