ფიცო გეგმავს დაარწმუნოს უკრაინა, არ შეაჩეროს ბუნებრივი აირის ტრანზიტი რუსეთიდან

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო აპირებს დაარწმუნოს უკრაინა, არ შეაჩეროს რუსული გაზისა და ნავთობის ტრანზიტი 2024 წლის შემდეგ. ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality იტყობინება.

„ჩვენ დავარწმუნებთ უკრაინელ პარტნიორებს, გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ევროპაში გაზისა და ნავთობის იმპორტისთვის… თუ უკრაინას სურს ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ის უნდა გამოიყენოს“, – ამბობს სლოვაკეთის მთავრობის მეთაური.

სლოვაკეთი რჩება უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერად, ამიტომ ის „იმედოვნებს მეგობრულ ნაბიჯებს” კიევის საპასუხოდ, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ამით ისარგებლებენ სლოვაკეთიც და უკრაინაც, რადგან ტრანზიტი გარკვეულ საფასურს მოითხოვს“, – ირწმუნება ფიცო.

მედია აღნიშნავს, რომ უკრაინიდან ტრანზიტის შესახებ საუბრისას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა შეგნებულად თავი აარიდა ხსენებას, რომ გაზი კონკრეტულად რუსეთიდან მოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები