“ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს” – რატი ბრეგაძე

“ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს”  – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

“პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის “ვსესაიუზნი” ჯილდოზე არიან წარდგენილნი.

წინ, მართალო ამხანაგებო !

P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი “ხუთოსნები”, – წერს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები