მაკრონის თქმით, საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
“საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
როგორც reuters-ი იტყობინება, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მიმდინარე თვეში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოსაზიდად, ასევე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
„მომდევნო კვირებში ჩავატარებთ კონფერენციას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საერთაშორისო საზოგადოების მხარდასაჭერად და ლიბანის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.