მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
გორში, მრავალსართულიანი ბინების ეზოებში მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
კორპუსების ეზოებს გორის მერია უკვე მეორე წელია 100%-ით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა, იმ ეზოებში კი სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, ხორციელდება სისტემის რეაბილიტაციაც.
სამუშაოები ეზოების ნაწილში უკვე დასრულებულია.
ეზოების რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დაიწყო და ამ დრომდე ათეულობით კორპუსის პრობლემა უკვე მოგვარებულია.