დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების” ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე-კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული – ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ „ქართული ოცნების” ბანერებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი – ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას”.

„კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული – ასე იცის 41-გრადუსიანმა სიცხემ. ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე? მე ვერ წარმომიდგენია, სამსახური როგორ უნდა გააგრძელონ აქ? მოკლედ, ასე გააგრძელეთ – ყველაფერს ვამჩნევთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები