აშშ-ის საელჩო: ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია, – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – აცნობეს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები