ზაალ ანჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ამორალურია მისი მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი, თან ეტყობა ტრენდი დაიჭირა და უნდა “ომის პარტიის” რიგითი წევრი გახდეს მისი ქარაფშუტული კომენტარებით მშვიდობაზე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.

ანჯაფარიძის თქმით, ამორალურია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პრეზიდენტი ევროპის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავს ვიდრე საქართველოს უსაფრთხოებაზე.

„ვინ არის ბოლოს და ბოლოს სალომე ზურაბიშვილი, რა უნდა და რას ერჩის ჩვენს ქვეყანას? დიახ სწორედაც რომ ერჩის რადგანაც ეწინააღმდეგება იმას, რაც ამ ეტაპზე საქართველოს ჰაერივით სჭირდება – მშვიდობა და სტაბილურობა. დღეს ის ევროპის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავს ვიდრე საქართველოს და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ევროპელებს აშინებს, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი თქვენთვის [დასავლეთისთვის].
რუსეთმა 2008 წელს განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ტერიტორიები წაგვართვა, მაგრამ ამაზე დასავლეთმა მას ურთიერთობების გადატვირთვით უპასუხა. სალომე ზურაბიშვილს, კი იმ დროს, რომ იტყვიან თითი თითზე არ დაუკრავს. ამორალურია მისი მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი, თან ეტყობა ტრენდი დაიჭირა და უნდა “ომის პარტიის” რიგითი წევრი გახდეს მისი ქარაფშუტული კომენტარებით მშვიდობაზე, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები