შალვა პაპუაშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს ხელი არ მოაწერა.

კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები