მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში იწყება

2025 წლის ბიუჯეტის განხილვა დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში იწყება.

პროექტის თანახმად, მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31 მილიარდ 200 მილიონია, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს ორ მილიონზე მეტით აჭარბებს.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით.

“ქართულ ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ, ქვეყანა ეკონომიკურად სწორი მიმართულებით ვითარდება და ის მოსახლეობის საჭიროებებისკენაა მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები