ნინო წილოსანი: ამ მოცემულობაში, ნებისმიერი ადამიანის მიმართ სანქციები არის უსამართლობა – სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი

ამ მოცემულობაში, ნებისმიერი ადამიანის მიმართ სანქციები არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გარე ძალები ქართულ პოლიტიკაში დღის წესრიგის შექმნას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ.

„დიდი ხანია მსგავსი ნიუსები, სხვადასხვა მიმართულებით, საპარლამენტო გუნდზე იქნება თუ სხვა, მუსირებს მედიაში, მათ შორის არის დაშინების მცდელობაც. სანქციები ამ მოცემულობაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში. ერთის მხრივ, ნამდვილად დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ გარედან ძალები, რომლებიც სამწუხაროდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ საქართველოში, იმის მიუხედავად, ქართველ ხალხს ვინ და როგორ უნდა და ვის აირჩევენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები