მიხეილ ყაველაშვილი – ოპოზიციაზე: ჩვენ ხომ ვიცით ეს ადამიანები ვის და რას ემსახურებიან, ისინი ქართველ ხალხს არ ემსახურებიან, უსმენენ გარე დაკვეთებს, რომელზეც ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ

ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები[ოპოზიციის წევრები] ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან, ისინი ხომ ქართველ ხალხს არ ემსახურებიან, ესენი უსმენენ გარე დაკვეთებს, რომელზეც ჩვენ უკვე წინასწარ ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, ოპოზიცია გარე ძალებიდან იმართება და მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე არიან.

„შეგვიძლია არქივი ვნახოთ, დაწყებული 2012 წლიდან, წინასაარჩევნოდ ყოველთვის ასე საუბრობდნენ,[ოპოზიცია] ხელისუფლებას გავისტუმრებთ, დამარცხდება, მაგრამ შედეგი ყოველთვის განსხვავებული დგებოდა და ეს შედეგი იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

ჩვენ თითქმის ყოველკვირა რეგიონებში ვახორციელებთ შეხვედრებს, ლიდერები გამოდიან და გზავნილები არის ძალიან მკაფიო, მარტივად გასაგები თითოეული მოქალაქისთვის, თუ რა გზაგასაყარზეა დღეს საქართველო. არამხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზეა აქ საუბარი, არამედ გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს წლებია და გამძაფრდა ეს გამოწვევა უკრაინის ომის შემდეგ, თუ როგორ ბეწვის ხიდზე უწევს ჩვენს ქვეყანას გავლა.

ვინმეს შურისგება კი არ გვაინტერესებს, გვინდა ერთი და იგივე არ გაგრძელდეს და უფრო ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება.

ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები[ოპოზიციის წევრები] ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან, ისინი ხომ ქართველ ხალხს არ ემსახურებიან, ესენი უსმენენ გარე დაკვეთებს, რომელზეც ჩვენ უკვე წინასწარ ვისაუბრეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები