შარლ მიშელი: საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნეს მიღებული

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიშელის თქმით, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს თავისი რეფორმები საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.

„შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს თავისი რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია.

საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნეს მიღებული“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები