„ჩვენი ქვეყანა იცავს ყველას უფლებას, მათ შორის, განსხვავებული სექსუალური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებას” – ქადაგიშვილი

„ჩვენი ქვეყანა იცავს ყველას უფლებას, მათ შორის, განსხვავებული სექსუალური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებას. ევროპას კი არ აშორებს, მგონი, ევროპის საწყის ფასეულობებთან აახლოებს საქართველოს ეს ჩვენი კანონები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა  განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა  ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს, მეტყველებს იმაზე, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს.

“ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა ამ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს, მაგრამ ვეტოც რომ არ დაადო, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველიც არ გააჩნდა. ისევე როგორც მისი წინა ვეტოები, ეს ვეტოც გახდებოდა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი ფიასკო პარლამენტში განხილვის დროს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები