ედიშერ გვენეტაძე: მალეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერმა სალომემ ნამდვილი ზრახვები, საბოლოოდ ვერ დამალეს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ლგბტ, ქართული სახელმწიფოს და მართლმადიდებლური ეკლესიის მაგინებლის მიხაილ როთის თანამზრახველები არიან

,,მალეს”, აქაურმა მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერმა სალომემ ნამდვილი ზრახვები,  საბოლოოდ ვერ დამალეს, რომ ისინი არიან საყოველთაოდ ცნობილი მოქმედი ლგბტ, ქართული სახელმწიფოს და მართლმადიდებლური ეკლესიის მაგინებლის მიხაილ როთის თანამზრახველები, თანამოაზრენი, თანამეინახენი და თანამოქმედნი არიან”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა.

გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ქართული ტრადიციები, ოჯახი, მომავალი თაობა ამ ადამიანებისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს, რაც “აქაურ უსამშობლოთა, უტრადიციოთა და ლგბტ-თა ლიდერმა” და უკანონო პრეზიდენტად ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა.

“არაფერი არ არის დამალული, რომელიც არ გაცხადდებისო”-ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
მალეს, მალეს აქაურმა მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერმა სალომემ ნამდვილი ზრახვები, მაგრამ საბოლოოდ ვერ დამალეს, რომ ისინი არიან საყოველთაოდ ცნობილი მოქმედი ლგბტ, ქართული სახელმწიფოს და მართლმადიდებლური ეკლესიის მაგინებლის მიხაილ როთის თანამზრახველები, თანამოაზრენი, თანამეინახენი და თანამოქმედნი არიან.
მათთვის არანაირ ღირებულებას რომ არ წარმოადგენს ქართული ტრადიციები, ოჯახი, მომავალი თაობა ეს აშკარად მკაფიოდ და ნათლად განაცხადა აქაურ უსამშობლოთა, უტრადიციოთა და ლგბტ-თა ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკანონო პრეზიდენტად ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ ქრისტიანობის და ზნეობრივი ღირებულებების მტერმა, გარედან მიღებული დაკვეთის შესაბამისად საქვეყნოდ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ოჯახური ღირებულებების დაცვის და მომხრეა მომავალ თაობაში ლგბტ პროპაგანდის.
ამიტომაც “ვისაც ყურნი გასხიათ ისმინეთ და ვისაც თვალნი გაქვთ დაინახეთ”. ამათ ხმის მიცემის შემთხვევაში საქართველოში დაკანონდება:
ერთსქესიანთა ქორწინება;
ქალის მამაკაცად და კაცის ქალად გადაკეთების ოპერაციები;
სკოლამდელ და სკოლის ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა;
არასრულწლოვანების მიერ სქესად ყოფნის არჩევა;
ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ სიტყვის თქმის და აზრის გამოთქმისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ციხით დასჯა.” – წერს გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები