ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაციას – „აირჩიე ევროპასაც“ გაუუქმა – “არ გვინდა, შერჩევითი სამართალი არსებობდეს, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“

ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.

ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ.
ამის შესახებ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა. ირაკლი კობახიძემ გუშინ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები