საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,პრეზიდენტი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.

შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები