მაია ბითაძე: სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელია

მმართველი გუნდის წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელია.

მისი თქმით, ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული.

„ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სალომე ზურაბიშვილის როლი, როგორც პოლიტიკოსის გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ არანაირი გრძნობები საკუთარი სამშობლოს მიმართ არ აქვს, ის არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ არა თუ წარმატების ან მოგების, არამედ ბარიერის გადალახვის ძალიან დიდი პრობლემა აქვთ, არ აქვთ იმედი, რომ რაიმეზე შეთანხმდებიან ერთმანეთთან. რაღაც კოალიციურ მმართველობაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ელემენტარულ პრინციპებზეც ვერ შეჯერებულან. ისინი თვითონვე აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის პირით, რომ არანაირი შანსი არ აქვთ გამარჯვების.

ის პირდაპირ ეწევა პოლიტიკურ აგიტაციას, რაც გერმანული კანონმდებლობის მიხედვით ცალკე რეგულირდება. ისიც საკითხავია, აქვს თუ არა რაიმე ნებართვა აღებული გერმანიის მთავრობის მხრიდან, რომ ეწევა პარტიულ აგიტაციას საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ატარებს გაურკვეველ ტურნეს ევროპულ სახელმწიფოებში. საბოლოო ჯამში ვნახავთ, რომ კრახით დასრულდება ეს ტურნეც და შავ ლაქად დარჩება სალომე ზურაბიშვილის კარიერაში“, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები