“მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ“, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები