ხაინდრავა – პეტერ ფიშერს: ჰერ ფიშერ! ამ განცხადების მუზა, ამხ. ხაზარაძის სახლში მოულოდნელად გესტუმრათ თუ ის თქვენი ხანგრძლივი დიპლომატიური მოღვაწეობის შედეგია?

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის პოსტს ეხმაურება, რომელშიც წერს, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წუხს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს შეფერხებისთვის.

“ჰერ ფიშერ!
ამ განცხადების მუზა,
ამხ. ხაზარაძის სახლში მოულოდნელად გესტუმრათ, თუ ის
თქვენი ხანგრძლივი
დიპლომატიური
მოღვაწეობის შედეგია? იჯარის ხელშეკრულება
მეიჯარესთან,
პოლიტიკური ლიდერის სახლის აურის დიპლომატიურ
საქმიანობაში
გამოყენების პუნქტს
თუ შეიცავს?”, – წერს ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები