“ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ბიძინა ივანიშვილის გზავნილები საზოგადოების მიმართ და ეს გზავნილიც სწორედ ამას მიანიშნებს, რომ საქართველო ისევ დადგა სიკეთისა და ბოროტების გზაგასაყარზე” – მაჭარაშვილი

“ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ბიძინა ივანიშვილის გზავნილები საზოგადოების მიმართ და ეს გზავნილიც სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველო ისევ დადგა სიკეთისა და ბოროტების გზაგასაყარზე. ისევე, როგორც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ახლაც, 26 ოქტომბერს, საქართველო დადგა გზაგასაყარზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს მშვიდობა, ტრადიციები, ერთობლივი ცხოვრება, გაერთიანება აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთად.

“რა თქმა უნდა, საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს მშვიდობა, ტრადიციები, ერთობლივი ცხოვრება, გაერთიანება აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთად. ეს ყველაფერი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. სხვა ალტერნატივა არის ომი, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, აგენტურის მოსვლა ხელისუფლებაში, რაც უდრის ეკონომიკის ჩამოშლას და საქართველოს მონობას და ვასალობას უცხოური ძალების მხრიდან, რომლებიც ამას აღარ მალავენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა, როგორც ადრე, ახლაც გადადო თავი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხი უნდა გაყვეს იმ გზას, რომელიც მან აჩვენა საზოგადოებას როგორც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ასევე ახლაც აჩვენებს 2024 წლის 26 ოქტომბერს,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები