ნიკო კუხალეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
3 ოქტომბერს, 18:00 საათზე ხელოვნების სასახლე ნიკო კუხალეიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკო კუხალეიშვილი – დაიბადა 1984 წელს, ზუგდიდში. ხატვის სურვილი ადრეულ ბავშვობაში გაჩნდა.
2005 წელს დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი. ნიკოსთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხატვამ ნატურიდან და პლენერებმა.
„ერთ დღეს დავრწმუნდი, რომ საუკეთესო მასწავლებელი არის ნატურიდან ხატვა”.
2017 წლის აპრილში ის მონაწილეობდა პლენერში, რომელიც გაიმართა თბილისში, სხვადასხვა ქალაქის მხატვრების მონაწილეობით.
პლენერის პირველი გამოცდილება ძველ ქალაქში იმპულსი და შთაგონება იყო არქიტექტურული პეიზაჟების მოხატვისთვის.
2018 წელი… შემოდგომის პლენერი სამეგრელოში 3 თვის განმავლობაში… 2019. პერსონალური გამოფენა ნოვოსიბირსკის მუზეუმში. „ფერწერა აქცენტით”. 2019-დან 2022 წლებში მონაწილეობდა უამრავ რეგიონალურ და რეგიონთაშორისი გამოფენებში. 2023 წელი – პერსონალური გამოფენა „ჩემი მარშრუტები”.
2023 წელს ძველი თბილისის ქუჩების პლენარულ მოხატვაზე აქტიური მუშაობა დაიწყო. ეს არის ძირითადად ექსტერიერი, ეზოები, კარები, ფანჯრები.
ამჟამად აგრძელებს მუშაობას ძველი თბილისის საყვარელი თემის ძიებაში. „ბევრს აინტერესებს რა მაძლევს მოტივაციას, როცა ძველ კარებსა და ფასადებს ვხატავ? პასუხი მარტივია; თბილისი არაჩვეულებრივი, ცოცხალი ქალაქია, მისი კოლორიტი განსაკუთრებით გამოიხატება ყველა ამ უძველეს ქუჩებში, მრავალფეროვანი ეზოებით, ფასადებით ორიგინალური კარ-ფანჯრებით, რომლებმაც შთანთქა რამდენიმე თაობის ისტორია. ჩვენ მივიღეთ ეს ისტორია ჯერ კიდევ ცოცხალი სახით, მაგრამ არ უნდა დავკარგავთ“.