"ენერგო–პრო ჯორჯიამ" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

   კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ სემეკის თავმჯდომარეს და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს საინვესტიციო პროექტების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. როგორც „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიიდან“ აცნობეს ენერგეტიკის სამინისტროში სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა.
კომპანიამ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავას და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და ხარჯთარიცხვა აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა. საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 950 მილიონ ლარამდეა. “მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ქსელის რეაბილიტაცია და ამ მხრივ კომპანია ინვესტიციებს ახორციელებდა, წლების წინ გაძარცვული ქსელის გამართვა მოითხოვს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და მუშაობას.
„კომპანია მუდმივად ფლობს, აკონტროლებს და ანახლებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი ქსელის სუსტი წერტილები და მონაცემების წარსადგენადაც ყოველთვის მზად ვიყავით. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი მოიცავს დეტალურ ანალიზს. ანალიზი გამყარებულია კონკრეტული არგუმენტებით“ – განაცხადა კომპანიის ტექნიკურმა მენეჯერმა ალეკო ნემსაძემ. „ენერგო–პრო ჯორჯია“ ახლაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. კომპანია ემსახურება 980 000 აბონენტს. ამ დროისთვის უკვე გამრიცხველიანებულია 750 000 აბონენტი და ინვესტიცია მხოლოდ ამ კუთით დაახლოებით 200 000 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები