რუსთავში მომხდარი ავარიისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა
რუსთავში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ხიდზე გადასულ “მიცუბიშის” მარკის ავტომანქანას “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლი უკანა მხრიდან დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დატყმის შედეგად “მიცუბიში” ამოტრიალდა. მანქანაში მძღოლი, მისი ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი ბავში ისხდნენ. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 7 თვის ორსული ქალბატონი კი რეანიმობილით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.