ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარს ებრძვიან(ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ხანძარს ებრძვიან,- ინფორმაციას დე- ფაქტო რესპუბლიკის მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემები წერენ, ხანძარი ბუნებრივად გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო კი სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის ეპიცენტრი სოფელი მახუნჯიაა. როგორც ადგილზე აცხადებენ, შესაძლოა, ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწიოს, ამიტომ, ე.წ. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ასევე ენგურჰესის სახანძრო ჯგუფი ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები