ლევან მაჭავარიანი: გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ჩუღურეთელები თავიანთ ლომის წვლილს შეიტანენ, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ

“ჩუღურეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენდამი განსაკუთრებული მხარდაჭერით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “ქრონიკას” განუცხადა.

მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ჩუღურეთელები არჩევნებზე მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერენ.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ჩუღურეთელები მაქსიმალურად დაგვიჭერენ მხარს და თავიანთ ლომის წვლილს შეიტანენ, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები