პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა დღესასწაული „დმანისობა“ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა, დმანისში, „დმანისობის“ დღესასწაული მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა.

დელეგატმა მიმართა მოსახლეობას, მიულოცა დღესასწაული და მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო.

„დმანისში, „დმანისობის“ სახალხო დღესასწაულს დავესწარი და მათთან ერთად გავიზიარე ის სიხარული, რაც დღეს ქალაქში სუფევდა. ჩემს დმანისელებს მთელი გულით ვულოცავ „დმანისობის“ დღესასწაულს. თითოეულს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას,“-დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები