“მთავარი არის ერთი რამ, საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის” – გიორგი კახიანი

“რაც  უნდა შეეცადონ, დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, საბოლოოდ, ამას არ ექნება არანაირი ძალა, ვინაიდან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ვერაფერი შეცვლის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებად დარეგისტრირების საკითხს.

„ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემდგომ გაკეთებულ დასკვნას უნდა ვენდოთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება მიკერძოებული. ვის აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად გაიგივებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და შეზრდილი არიან, მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა ფორმით, რა გარანტია არსებობს იმის, რომ ისინი სწორ დასკვნებს გააკეთებენ.

მთავარი არის ერთი რამ, საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. საზოგადოების გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, წინ მაინც ვერაფერი დაუდგება, რაც არ უნდა შეეცადონ და წარმოაჩინონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რაც არ უნდა შეეცადონ, დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, ამას მაინც, საბოლოო ჯამში, არ ექნება არანაირი ძალა, ვინაიდან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ამას ვერაფერი შეცვლის“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები