ირაკლი ქადაგიშვილი: გვარამიას მიერ პირველი ნომრის დათმობა იქედან გამომდინარეობს, რომ მას რეიტინგი არ აქვს

გვარამიას მიერ პირველი ნომრის დათმობაც იქიდან გამომდინარეობს, რომ გვარამიას არ აქვს საარჩევნო რეიტინგი, მას ბევრ რეგიონში, მაგალითად კახეთში ჩამოსვლის არანაირი მორალური უფლება არ აქვს და ვერც ჩამოდის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ამ პარტიებს უდგათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა და ბუნებრივია, ყველას უნდა სულ მცირე, პირველ ათეულში მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ იდეოლოგიურ ბაზაზე დგანან, მაინც ბევრი შიდა კლანური დაპირისპირება და უსამართლობა მოხდა პარტიის წევრებს შორის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები