გოგა ხაინდრავა: ამხანაგო ხაზარაძე! “კაგებე”-ში დაწერილი სცენარით! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ამხანაგო ხაზარაძე! “კაგებე”-ში დაწერილი სცენარით! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! გენერალ როდიონოვთან ერთად! დღეს მოქმედებ “ცეერუ”-ში დაწერილი სცენარით! “ფეესბე”-ს სცენარს ლяკა გაგაცნობს!იდენტურია!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ახდენენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას, პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალების გზით – მათ ეს არ გამოუვათ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები