ვოლსკი – ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე: არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელზეც საუბარია, არასდროს არ დაუმალავთ, რომ ერევიან პოლიტიკაში

“არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელზეც საუბარია, არასდროს არ დაუმალავთ, რომ ერევიან პოლიტიკაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უწყებამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “აირჩიე ევროპა”  “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” მიიჩნია.

“ფულსაც ხარჯავენ და ყველა განცხადება არის პოლიტიკური, რაზეც ანტიკორუფციულს ჰქონდა საუბარი. ანტიკორუფციული არა “ქართული ოცნების” ინტერესს გამოხატავს ამ შემთხვევაში, არამედ საზოგადოების ინტერესს და იცავს იმ კანონს, რომელიც ყველასთვის მისაღები და გასაგებია. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი მიუთითებს ემსახურება გარკვეული ნეგატიური პროცესების წარმოშვას ნეგატიური დამოკიდებულებების, დაძაბულობის ატმოსფეროს შექმნას და ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა, რომელიც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციას კიდევ ერთი ნიშნით ახასიათებდეს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები