პაპუაშვილი – ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე: ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარმასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან

“ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ახლა ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებაზე საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებას.

“რაც უფრო აუხსნელია ასეთი ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოდაა ოპოზიციის მდგომარეობა, რომ ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ეს არის სამწუხარო და ესეც ერთ-ერთი შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამოვლინებაა.

ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარმასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები