“ის ნორმები, რომელთა გამოყენებაც ახლა ხდება, თავის დროზე თავად არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული, ეს ის სტანდარტია, რომელიც მათი ინიციატივა იყო” – პაპუაშვილი

“ის ნორმები, რომლებიც გამოყენებაც ახლა ხდება და რომლის საფუძველზეც იყვნენ ცნობილი საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტებად, თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-სდა სხვა არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი არის სტანდარტი, რომელიც სწორედ არასამთავრობოების ინიციატივა იყო.

„გუშინ რაც მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“ და მეორე ორგანიზაციისგან, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ისინი ამისთვის იყენებენ ფინანსურ რესურსებს, ჩანს კიდეც, რომ ამას ღიად აკეთებენ. ამიტომ, ანტიკორუფციულ ბიუროს როგორც ჩანს ამის მტკიცებულებები ჰქონდა. გუშინ ამ ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა, რომ ის ნორმები, რომლის საფუძველზეც იყო ცნობილი საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტებად, ეს ნორმები თავის დროზე თავად თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საიას“ და სხვა არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ეს ის სტანდარტია, რომელიც მათივე ინიციატივა იყო. ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ. ყველა შეუძლია აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, უბრალოდ ეს თუ ეს აგიტაცია არის, მაშინ უნდა გაასაჯაროოს ამის ფინანსები. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები