გიორგი ჩაკვეტაძე: ეჭვი არ გვეპარება, რომ გარე ჩარევები არ შემცირდება, მოიმატებს, მაგრამ ქართველი ხალხი და ქართული ხელისუფლება ამ მხრივ ძალიან მომზადებული იქნება

ამომრჩევლის ნებაზე საარჩევნო პროცესში გარე ჩარევები გავლენას ვერ მოახდენს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ გარე ჩარევები არ შემცირდება, თუმცა ქართველი ხალხი ამ მხრივ მომზადებული იქნება.

„ის, რომ ეს ჩარევის მცდელობები რეალურად არსებობს, კარგა ხნის ამბავია, მაგრამ სულ უფრო და უფრო გვაკვირვებენ იმ მცდელობებით, რომლებიც ამ მხრივ აქვთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ გარე ჩარევები არ შემცირდება, მოიმატებს, მაგრამ ქართველი ხალხი და ქართული ხელისუფლება ამ მხრივ ძალიან მომზადებული იქნება და ვერანაირი საფუძვლიანი, შედეგზე ორიენტირებული ხელშეშლა ვერ იქნება მათი მხრიდან“, – აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

ინფორმაციისთვის, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ და ოპოზიციის სასარგებლოდ, 21 დღეში 90 განცხადება ფიქსირდება – „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევის შესახებ მონიტორინგის შედეგებს, სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატებს გაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები